ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების და world vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი „საბავშვო ბაღის ეზოების მოწყობა“.
პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავდა გარე სივრცის მოწყობის გეგმის შედგენას, შეხვედრების მოწყობას საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, მშობლებთან.
პროექტის მეორე ეტაპი მოიცავდა მშობლების ჩართულობით ეზოებში ფუნქციური სივრცეების მოწყობას.
მესამე ეტაპი ბაღებს შორის კონკურსია, რომლის შემდგომაც უნდა შეირჩეს საუკეთესოდ მოწყობილი ეზოები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მესამე ეტაპი და პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღებს შორის კონკურსი გამოცხადა.
აღნიშნული პროექტის დასასრულს ბაგა-ბაღებს შორის გამოვლინდება გამარჯვებული.
I, II, III - საპრიზო ადგილზე გასული ბაღები დაჯილდოვდებიან ეზოს სივრცის მოსაწყობი ინვენტარით.
ასევე, დამატებით გამოვლინდებიან „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის world vision საქართველოს“ და „ხალხის რჩეული“ ბაღები.
„სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის world vision საქართველოს“ რჩეულს გამოავლენს სამცხე-ჯავახეთის ცენტრი, ხოლო „ხალხის რჩეული“ გახდება ის ბაღი, რომელიც დაიმსახურებს ყველაზე მეტ მოწონებას ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების facebook-ის გვერდზე, სადაც უკვე განთავსებულია საბავშვო ბაღების ეზოების ფოტოსურათები.
კონკურსის დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერებს ტრენინგი ჩაუტარდათ და გარე სივრცის მოწყობის გზამკვლევი გადაეცათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც სააღმზრდელო პროცესს 2 000 ბავშვი გადის.
იხილეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ბაღის ეზოში გადაღებული ფოტოები: