დღეს, 26 მაისს, ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ეს არის დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და რუსეთის იმპერიისა და სსრკ-სგან თავის დაღწევისა.
მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 26 მაისი მიიჩნევა - 1918 წლის 26 მაისის, პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ განაპირობა - მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩასახულმა ეროვნულმა მოძრაობამ და პირველმა მსოფლიო ომმა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს, არსებობა არასრული სამი წლით, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციამდე, 1921 წლის 25 თებერვლამდე შეძლო.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება, რომლის სლოგანიც არის „ეს დღე ჩვენია“.
ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს. ამ დღეს სხვადასხვგვარად აღნიშნავენ საბავშვო ბაღებშიც. დამოუკიდებლობის დღე დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე საბავშვო სივრცე მოეწყობა, რომლის განრიგიც ასეთი გახლავთ:
12:00 –19:00 – საბავშვო ტკბილეულის სივრცე, დიდი სანაყინე
12:00 -19:00 - DJ – საბავშვო მუსიკა
12:00–19:00 – გასართობი სივრცეები: ფოტოგადაღების ზონები, გიგანტური ქსილოფონი და საქანელა
14:00–19:00 - დიდი ტელევიზორი – ცეკვის თამაშები
14:00–19:00 - პატარებისთვის გიგანტური გასაფერადებელი
14:00 –19:00 - ზღაპრის გმირები და ანიმატორები
14:00 - 14:35 „ბზიკები“
14:35 - 15:10 „მეკო სტუდია“
15:10 - 15:45 „ქენდი სტუდიო“
15:45 – 16:20 „ანა-ბანა“
16:20 - 16:55 „ვოკალის აკადემია“
17:15 - 17:50 „ბასტი-ბუბუ“
12:00–19:00 - საბავშვო მასტერკლასები
14:00–16:00 – თამაშობანა
16:00–18:00 – ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი
18:00–20:00 – ექსპერიმენტორიუმი
იხილეთ ასევე:
„საბავშვო ბაღებიდან შიშით ველოდები ახალი ვიდეოების გავრცელებას“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი