იმისათვის, რომ ბავშვმა გამოიმუშავოს ახალი უნარები და შემდგომში დამოუკიდებლად განახორციელოს, საჭიროა უფროსებმა ამ მოქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება ასწავლონ. მაგალითად, თუ ბავშვი უკვე ახერხებს ნივთების ხელში ჭერას, შესაძლებელია ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება დაჭრილი ხილისა და ბოსტნეულის ხელში აღება და პირთან მიტანა. მას შემდეგ რაც ვაჩვენებთ და მისთვის გასაგებად, მარტივი ინსტრუქციებით ავუხსნით პროცესს, საჭიროა, ხშირად მივცეთ აღნიშნული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა.
1 წლის ბავშვს უნდა ისწავლოს:
- ნივთების ხელში დაჭერა, ერთმანეთზე შეჯახება, ხელიდან ხელში გადატანა
- დახმარებით რძის ბოთლის დაჭერა და პირთან მიტანა
- საჩვენებელი და ცერა თითით მცირე ზომის საგნების აკრეფა
- სათამაშოების ყუთში ჩაყრა და ამოღება
- ახლომდებარე საგნების წვდომა და აღება
1-2 წლის ბავშვს უნდა ისწავლოს:
- დახმარებით კბილების გახეხვა (ეკოლოგიური კბილის პასტით, რომლის გადაყლაპვაც ბავშვს არ ავნებს )
- ონკანის აწევა და დაწევა
- დახმარებით ხელების დაბანა
- მყარი საკვების დამოუკიდებლად ჭამა
- საბავშვო კოვზის გამოყენება
- ჩაცმისა და გახდის დროს ბავშვის მონაწილეობა (ხელების აწევა, ქუდის დახურვის მცდელობა).
2-3 წლის ბავშვმა უნდა ისწავლოს:
- ტუალეტის მოთხოვნილების კონტროლი
- ტუალეტის ჰიგიენის დაცვა უფროსის დახმარებით
- ხელების და პირის დაბანა, კბილების გახეხვა
- ხელებისა და პირის შემშრალება
- წვნიანის დამოუკიდებლად ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეიძლება დაეღვაროს
- სათამაშოების აკრეფა და ყუთში მოთავსება
- ფეხსაცმლის დამოუკიდებლად გახდა
- ოთახის რბილი ფეხსაცმლის, წინდების ჩაცმა
- მაგიდაზე ან სათამაშო სივრცეში დაღვრილი სითხის გამშრალება
- საბავშვო ჩანგლის გამოყენება
- ჭიქიდან წყლის დალევა ორივე ხელის გამოყენებით
3-4 წლის ბავშვმა უნდა ისწავლოს:
- ფეხსაცმელის (შესაკრავების გარეშე) გახდა და ჩაცმა
- ტანსაცმლის დამოუკიდებლად გახდა
- ტანსაცმლის ჩაცმა მშობლის, უფროსის მცირედი დახმარებით
- ხელების, პირის საპნით დაბანა, შემშრალება, გამოყენებული პირსახოცის შესაბამის ადგილზე მოთავსება
- ცხელი ან საფრთხილო ნივთების გამოყენება
- დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა (დახმარება მხოლოდ თასმების, ელვაშესაკრავის ან პატარა ზომის ღილების შეკვრისას)
- ტუალეტის დამოუკიდებლად გამოყენება
- ტუალეტის ჰიგიენის დროს გასუფთავებაში მონაწილეობა უფროსის მცირედი დახმარებით
4-6 წლის ბავშვმა უნდა ისწავლოს:
- ხელების, პირის დაბანის დამოუკიდებლად განხორციელება
- კბილების გახეხვა, კბილის პასტისა და წყლის გადაყლაპვის გარეშე
- თმის დავარცხნა
- ტანსაცმლის ამინდის მიხედვით შერჩევა
- დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა
- ღილების, ელვაშესაკრავის, თასმების მცირედი დახმარებით შეკვრა
- საკუთარი ნივთების, სათამაშოების მოწესრიგება, შენახვა და ჩანთაში ჩალაგება
- დასვრილი ტანსაცმლის, ადგილის, სათამაშოს გაწმენდა
- დამოუკიდებლად კვება როგორც მშრალი, ასევე წვნიანი საკვების.