ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების აღმზრდელები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის შესაბამისად გადაამზადეს.
ტრენინგ-მოდული ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეარჩიეს.
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები
ტრენინგი 50-მა აღმზრდელმა გაიარა.
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა სავალდებულო პირობაა სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის გასავლელად.
იხილეთ ასევე:
8 დავალება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მისაღებად
პორტფოლიოს 3 დავალება აღმზრდელ-პედაგოგებისთვის - რას უნდა გაართვას თავი ტრენინგის მონაწილემ