ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებამ, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შეიმუშავა დაწესებულების მისია, ხედვა და ღირებულებები, - ამის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულმა დაწესებულებამ გაავრცელა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 1 244 აღსაზრდელი ირიცხება, აღმზრდელებისა და აღმზრდელის თანაშემწეთა რაოდენობა კი 114-ია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების მისია:
► მუნიციპალიტეტში მდგრადი და ეფექტიანი სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის, საცხოვრებელი ადგილისა და შესაძლებლობის შეზღუდვის მიუხედავად;
► „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის და სახელმწიფო სტანდარტების დაცვით სკოლამდელი განათლების ხარისხისა და რელევანტურობის, თანასწორობის, ინკლუზიის სისტემის გაუმჯობესების და მუდმივი განვითარების მხარდაჭერა;
► თანამშრომელთათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება;
► აღსაზრდელის ჰოლისტური განვითარება და მისი სასკოლო მზაობის უზრუნველყოფა;
► შშმ ბავშვებისთვის შესაბამისი გარემო-პირობების შექმნა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
► ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
► ეფექტიანი, მდგრადი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული მონიტორინგის სისტემის შექმნა და დანერგვა.
ხედვა:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემო იყოს მდგრადი, მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული, სტანდარტების მოთხოვნათა და გამოწვევების შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ:
► სკოლამდელი აღზრდა და განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის;
► საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები ჯანსაღ ფსოქოლოგიურ გარემოში იღებენ სკოლამდელი აღზრდის მომსახურებას;
► საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას გათვალისწინებულია თითოეული ბავშვის ინტერესი, შესაძლებლობები და საჭიროებები;
► ყველა გადაწყვეტილება და ქმედება ეფუძვნება და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს;
► დაწესებულება ზრუნავს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე, რაც ერთდროულად და თანაბრად ბავშვის განვითარების თითოეული სფეროს - ფიზიკური და სენსორული; კომუნიკაცია, ენა და მეტყველება; სოციალურ-ემოციური; შემეცნება; დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევა –განვითარებაზე ზრუნვას, სასკოლო და შემდგომი ცხოვრებისთვის მზაობას გულისხმობს;
► დაწესებულებებში დასაქმებული აღმზრდელების განათლება და კვალიფიკაცია არის მაღალი ხარისხის.
ღირებულებები:
► აღსაზრდელის საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობა;
► განვითარება-საკუთარი საქმიანობის მუდმივი შეფასებითა და შემდგომი გაუმჯობესებით;
► პროფესიონალიზმი - თანამშრომელთა კვალიფიციურობა, გუნდურობა, ეფექტურობა, აღსაზრდელზე ორიენტირებულობა;
► საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და საბავშვო ბაღის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდა.
იხილეთ ასევე: