დღის თემა
etaloni.ge
„სკოლამდელი განათლების სისტემა უკმაყოფილო თანამშრომელს და მშობელს მალავს ან სისტემიდან აძევებს ბრბოს პრინციპით“
24.05.2023

საბავშო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თეკლე კაპანაძე, სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის სფეროში არსებულ პრობლემების შესახებ კითხვებს სვამს.

თეკლე ამბობს, რომ ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, შეშფოთების საფუძველს რამდენიმე საკითხი იძლევა.

სკოლამდელი განათლების ადმინისტრირების სპეციალისტი მოსაზრება ასეთია:

- საქართველოში ამ დროისთვის 2027 საბავშვო ბაღი არის დარეგისტრირებული. აქედან მხოლოდ 323-ია კერძო. შესაბამისად, ხარისხის გაუმჯობესებისა და მართვის პროცედურების მთავარი სამიზნე საჯარო სექტორია.

დარგში უფასო მხარდაჭერის მექანიზმები ჯერ საჯარო ბაღებისკენ მიემართება. მხარდაჭერაა თანამშრომლების უფასო გადამზადებაც. კი, გზამკვლევი რომ ყველა ბაღამდე მივა, ესაც მხარდაჭერაა, თუმცა, ამ ტიპის დოკუმენტებზე ონლაინ ვერსიაც ხომ არსებობს? ზოგს ამობეჭდილი სულაც არ სჭირდება.

დოკუმენტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საჯარო სექტორს უფრო მარტივად გამოუვა. „რაც არ გვიჭირს, ფურცლომანიაა“ - ვარაუდია.

ერთი კითხვა არ მასვენებს - საქმე სასწავლო გარემოში ინკლუზიურობას და ბავშვების ინდივიდუალურ განვითარებას ეხება. შევსებული თვითშეფასების საფუძველზე, წარმოდგენილი ინდიკატორების და თუნდაც ერთჯერადი ინტერვიუს ან ვიზიტის შემთხვევაში რამდენად შეძლებენ ექსპერტები რეალური დასკვნის დადებას?

მეორე რეალობა მაშფოთებს - უკმაყოფილო მშობელს და თანამშრომელს მალავს ან სისტემიდან აძევებს (ბრბოს პრინციპით ლოკალურად აჩუმებს ან აიძულებს წავიდეს) სექტორი. ეგ პერსონები არც თვითშეფასებაში ჩანან და ეჭვი მაქვს, არც რაიმე სახის  კმაყოფილების კვლევაში გამოჩნდებიან.

მესამე - სანამ რამე ტრენინგს ჩავნიშნავთ, დაშვების წინაპირობად უნარების ტესტიც ხომ არ გვჭირდება? ტყულად რატომ ვხარჯოთ რესურსი.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - სანამ ვინმე რამე პროგნოზს აკეთებს, სანამ ვიღაც პულსს უსინჯავს ექსპერიმენტებს, მანამდე, გავითვალისწინოთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით დაბადებული 32 922 ბავშვია ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი. აქ იქნება ცდომილებაც - 2021 წელს დაბადებული ზოგი უკვე 2 წლისაა, ზოგი - ჯერ არა... მაგრამ არ ვიცი, ცდომილება განა რამდენი უნდა იყოს, რომ საგანგაშოდ არ მოგვეჩვენოს ბავშვების რაოდენობა.

ეს იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ბაღების პირველადი რეგისტრაციის შემდეგ გამოქვეყნდა. ყველა მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო ბაღი დარეგისტრირდებოდა, ალბათ დამეთანხმებით. თუ ამდენი ბავშვი არაა სისტემის მიღმა, კერძო ბაღები თუ უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე დარეგისტრდა, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი? ხმა ვერ მიწვდა მათ? დაემალნენ სისტემას? ამ კითხვებზე დადებითი პასუხი დიდი რისკი მგონია. ხოდა, სად არიან ეს ბავშვები. რას სწავლობენ, რას ჭამენ, სად ძინავთ, როგორ ვითარდებიან?

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების აღრიცხვა დასრულდა - რამდენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გააგრძელებს მუშაობას

სკოლამდელი განათლების ექსპერტების შესარჩევად კონკურსი თავიდან გამოცხადდა - განათლების სამინისტრო 150 კადრს ეძებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი