დღის თემა
etaloni.ge
„საბავშვო ბაღებიდან შიშით ველოდები ახალი ვიდეოების გავრცელებას“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
24.05.2023

თითქმის ყველა დღესასწაულს, რომელიც ქვეყანაში აღინიშნება, საბავშვო ბაღებში ეხმიანებიან და, როგორც წესი, დიდ ზეიმებს აწყობენ.

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებულია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ბავშვებთან ერთად გადაწყვიტოს, როგორ იზეიმებენ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავ თარიღს და მნიშვნელოვანია, ეს რეკომენდაცია გაითვალისწინონ როგორც პრაქტიკოსებმა, ისე ბაღის ადმინისტრაციამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომ აღმზრდელ-პედაგოგებს ზეიმები არ „დაუკვეთონ“, თითქმის ყველა ღონისძიება სცდება გარკვეულ ჩარჩოებს და პატარებისთვის ერთგვარ სტრესად იქცევა.

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, მოახლოებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ოლღა მუსხელიშვილი, რომელიც შიშობს, რომ ეს დღე ისევ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ბაღის აღსაზრდელების თანხლებით ჩაივლის.

„ახლოვდება 26 მაისი და შიშით ველოდები ახალ ვიდეოებს საბავშვო ბაღებიდან. ყოველ წელს მაქვს იმედი, რომ ტყუილად ვშიშობ, რომ უკვე ყველამ გაიგო, რა არის ზეიმი ბავშვებისთვის და რა განსხვავებაა სამშობლოს სიყვარულსა და სამხედრო პატრიოტიზმს შორის. და ისევ და ისევ, ყოველწლიურად,  ვხედავ, რომ ჩემი შიშები მართლდება, მუნიციპალიტეტებში და ცალკეულ ბაღებში ისევ სცენაზე გამოდიან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 3-4-5 წლიანები და აღფრთოვანებულ მშობლებსა და დეიდებს და ძიებს მერიიდან უყვებიან, რომ ურჩევნიათ აქ სიკვდილი.

ვშიშობ, რომ ომის ფონზე ეს ტენდენციები კიდევ გაძლიერდა და ამ დღეებში საქართველოს უამრავ ბაღში, ბავშვები, იმის მაგივრად, რომ ლაღად ითამაშონ და თამაშით ისწავლონ და განვითარდნენ, იზუთხავენ „პატრიოტულ“ ლექსებს, აფრიალებენ დროშებს და გადიან წვრთნას, რათა კარგად წარმოადგინონ მარშიროვკები და ცეკვები.

ძალიან გთხოვთ, მითხარით, რომ ვცდები!“, - აცხადებს სპეციალისტი...

იხილეთ ასევე:

ბაღის დირექტორი: „მშობლები ზეწოლას ახდენენ აღმზრდელებზე - აძალებენ, მათმა შვილმა იმღეროს, ბავშვებს კი ეს არ უნდათ“

ბაღის დირექტორი და აღმზრდელი ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით გაათავისუფლეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი