დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლების ექსპერტების შესარჩევად კონკურსი თავიდან გამოცხადდა - განათლების სამინისტრო 150 კადრს ეძებს
23.05.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა შესარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა.

სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისა და მათი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაგეგმილია ექსპერტთა კორპუსის შექმნა. ექსპერტთა კორპუსი  უნდა შედგეს ხარისხის უზრუნველყოფის, კურიკულუმის, კვების დარგში და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ექსპერტებისაგან. ამ ექსპერტებს უნდა გააჩნდეთ სათანადო კომპეტენცია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის, შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესით დადგენილი ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასებისთვის.

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსი პირველად მიმდინარე წლის 27 თებერვალს გამოცხადდა და სკოლამდელი დაწესებულებების 4 დარგის სპეციალისტთა შერჩევა 15 მაისამდე უნდა მომხდარიყო.

ახალი კონკურსი განათლების ხარისხის ცენტრმა 23 მაისს გამოაცხადა და განცხადებების მიღების ბოლო ვადა 6 ივნისია. აღნიშნული პოზიციისთვის ისევ 150 ადგილია მინიშნებული.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ? 

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრის ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე;

ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით;

გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება;

დ) დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში ვიზიტის პერიოდში, ავტორიზაციის განაცხადში ან სხვა წარმოების ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებში/ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის დავალებით შემდეგი აქტივობ(ებ)ის განხორციელება:

დ.ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის სტანდარტებთან/კომპონენტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ.ბ) დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუს ჩატარება;

დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად;

დ.დ) ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა;

დ.ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის დასკვნის პროექტში ასახვა;

დ.ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება;

ე) დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) დასკვნის პროექტზე დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;

ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.

შესაბამისი წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ასევე ვალდებულია:

ა) უხელმძღვანელოს ავტორიზაციის სტანდარტებთან დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შეფასების პროცესს;

ბ) დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილება, ექსპერტთა ჯგუფის წევრების სტატუსის გათვალისწინებით;

გ) მოახდინოს ექსპერტთა ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების შეჯამება და ამის გათვალისწინებით შეიმუშაოს ვიზიტის დღის წესრიგი/აცნობოს ცენტრს დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის საჭიროების შესახებ;

დ) ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში შეათანხმოს ვიზიტის დღის წესრიგი ცენტრთან და ვიზიტამდე დაგეგმილ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრისას ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან დეტალურად განიხილოს ვიზიტის ფარგლებში განსახილველი და გამოსაკვლევი საკითხები;

ე) ვიზიტისას უხელმძღვანელოს ინტერვიუირების პროცესსა და შეხვედრებს დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;

ვ) ვიზიტის ფარგლებში, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, ვიზიტის ყოველი დღე შეაჯამოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან;

ზ) ვიზიტის ბოლოს გააკეთოს შეფასების პროცესში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წინაშე;

თ) დადგენილ ვადაში ჩამოაყალიბოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარუდგინოს ცენტრს;

ი) ცენტრისგან და დაწესებულებისაგან/დაწესებულების სტატუსის მაძიებლისგან მიღებული უკუკავშირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე ჩამოაყალიბოს ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო დასკვნა და წარუდგინოს ცენტრს;

კ) წარადგინოს დასკვნის შედეგები ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე და პასუხი გასცეს საბჭოს წევრთა შეკითხვებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოთხოვნები

მინიმალური განათლება - ბაკალავრი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა იცოდეს:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, I, III, VI, XII, XVI თავები, მუხლი 106;

ბ) საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;

დ) „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილება,  I  და II თავი;

ე) „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილება, თავი 2;

ვ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილება, თავი 1;

ზ) „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილება;

თ) „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილება.

დამატებითი მოთხოვნები

ა) სავალდებულოა აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების ადმინისტრირების / ბიზნესის ადმინისტრირების / საჯარო მმართველობის / განათლების მეცნიერებების / სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);

ბ) სავალდებულოა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ფუქნციონირების, მასში მიმდინარე პროცესების და სპეციფიკის ცოდნა ან/და განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით შესაბამის სფეროში;

გ) სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word; Excel; PowerPoint) ფლობა;

დ) ენების ფლობა შემდეგნაირად:

დ.ა) სავალდებულოა ქართულ ენაზე გრამატიკულად გამართული წერა და მეტყველება, წერილობითი ანგარიშის შედგენის, დასაბუთებული რეკომენდაციების ჩამოყალიბებისა და პოზიციის დაცვის უზრუნველსაყოფად;

დ.ბ) სასურველია უცხო ენის - ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული - ფლობა;

ე) სავალდებულოა შემდეგი უნარების/პიროვნული თვისებების ქონა:

  •  მოტივაცია;
  •  გუნდური მუშაობა;
  •  ეფექტური კომუნიკაცია;
  • სამართლიანობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ვადებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატის მიერ საკონკურსო პირობებით დადგენილი ეტაპების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მას ენიჭება სერტიფიცირებულის სტატუსი ცენტრის დირექტორის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 წლის ვადით და იგი უფლებამოსილია ამ ვადაში, ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე, წერილობითი განცხადებით მიმართოს ცენტრს ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის კვოტით ექსპერტთა კორპუსში შეყვანის მოთხოვნით.

კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:

ა) კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი - ავტობიოგრაფია (CV), წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.hr.gov.ge - მეშვეობით;

ბ) შესაბამის ველში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები.

  •   სამუშაო გამოცდილება და კომპიუტერული პროგრამების ფლობა უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი ავტობიოგრაფიით (CV);
  • საკონკურსო თემატიკის „ა" - „ვ" პუნქტებით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების ცოდნა შემოწმდება კანდიდატთა შეფასების პირველ ეტაპზე (ტესტირების ეტაპი);
  • უნარები/პიროვნული თვისებები შემოწმდება კანდიდატთა შეფასების მეორე ეტაპზე (გასაუბრების ეტაპი).

კონკურსის ეტაპები:

ა) განაცხადის წარდგენა - 2023 წლის 23 მაისიდან 2023 წლის 06 ივნისის ჩათვლით;

ბ) განაცხადების გადარჩევა - 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით;

გ) კანდიდატთა შეფასება (ტესტირება) - 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით;

დ) სპეციალური კურსის გავლა - 2023 წლის 9 ივლისის ჩათვლით;

ე) კანდიდატთა შეფასება (გასაუბრება) – 2023 წლის 25 ივლისის ჩათვლით;

ვ) კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის - 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით;

ზ) სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსის მინიჭების თაობაზე ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.

სერტიფიცირების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით კანდიდატს შეუძლია მიმართოს სააპელაციო კომისიას წერილობითი ფორმით, გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

იხილეთ ასევე:

ექსპერტს, რომელიც საბავშვო ბაღს შეამოწმებს, ეკრძალება საჩუქრისა და სხვა სარგებლის მიღება - ეთიკის კოდექსი

სკოლამდელი განათლების ექსპერტების ხელფასი ინდივიდუალურად განისაზღვრება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი