თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი ჯგუფის მუშაობას თბილისის N112 ბაგა-ბაღში გაეცნო.
სამუშაო ჯგუფში შემავალი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ადგილზე გამოავლენენ და შეისწავლიან თითოეული ბაღის ძირითად საჭიროებებს, ახალი სერვისების და პროგრამების დანერგვის შესაძლებლობებს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად გასატარებელ ღონისძიებებს; განხორციელდება აღნიშნულ პროცესში კვების, სანიტარულ-ჰიგიენური და სხვა სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.