დღის თემა
etaloni.ge
მონიტორინგი ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს მოიცავს - საკრებულოს წევრებმა არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს
23.05.2023

სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების უზრუნველსაყოფად, მონიტორინგს ახორციელებს.

მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მთავრობის 485-ე დადგენილების - ,,ტექნიკური რეგლამენტის - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ ფარლგებში მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღს მოიცავს.

გარდა მონიტორინგისა, საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა.

საკრებულოს წარმომადგენლები  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებას ესტუმრნენ და „გაერთიანებაში არსებულ ვითარებაზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს“.

სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო ბაგა-ბაღია, სადაც 1057 აღსაზრდელია რეგისტრირებული და 150 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე მუშაობს. სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში კი 25 ადამიანია დასაქმებული.

იხილეთ ასევე:

 „აღმზრდელებს დაბალი კვალიფიკაცია აქვთ“ - როგორ აპირებენ მუნიციალიტეტები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრობლემის მოგვარებას

განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღებისთვის გზამკვლევის გადაცემა დაიწყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი