თელავის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელს, ნონა თინიკაშვილს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ მადლობის სიგელი გადასცა, „როგორც საუკეთესო მშობელს და დედას“.
როგორც საბავშვო ბაღის დირექტორი, მარინე გამყრელიძე ამბობს, ნონა თინიკაშვილი ყოველთვის აქტირად არის ჩართული ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებში და ინტენსიურად თანამშრომლობს საბავშვო ბაღის პედაგოგებთან, ითვალისწინებს აღმზრდელის რჩევებს, თბილი, ყურადღებიანი და მისაბაძია.
„ეს არის მშობელი, რომელმაც აღიარა შვილის ინკლუზია და აქტიურად ჩაერთო შვილის განვითარებისთვის, გაიარა ბევრი რთული ეტაპი და შედეგიც დადო“, - უთხრა skolamdelebi.ge-ს ბაღის დირექტორმა.
იხილეთ ასევე:
მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია
აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“