სად და როგორ უნდა მოეწყოს საბავშვო ბაღებში საძინებელი და მოსასვენებელი ადგილი - დეტალები სტანდარტიდან
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სტანდარტის მიხედვით, საბავშვო ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, სავალდებულოა დაწესებულებას ჰქონდეს საძინელებელი ოთახი/მოსასვენებელი სივრცე.
დაწესებულება ბავშვებს უნდა აძინებდეს ადრეულ და სკოლამდელი ასაკის პირველ წელს წელს - 0-3 წელი.
სკოლამდელი ასაკის ზედა ჯგუფებში ძილის შეთავაზება დამოკიდებულია დაწესებულების გადაწყვეტილებაზე, თუმცა ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი სივრცე მოსვენებისთვის. ეს სივრცე შეიძლება მოეწყოს ჯგუფურ ოთახშიც. მაგალითად, ერთ–ერთი კუთხე მოწყობილი იქნას მაგარძირიანი ლეიბებით/დაბალბეწვიანი ხალიჩებით/პუფებით და სხვა, სადაც ბავშვი, დაღლის შემთხვევაში, შეძლებს მოსვენებას.
საძინებელი ოთახის მოწყობასთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადრეული და სკოლამდელი განათლების პირველი წლის ჯგუფებში საძინებელი უნდა განთავსდეს იმავე სართულზე, სადაც ჯგუფური ოთახებია. ანუ ამ ჩანაწერით კეთდება დაშვება, რომ შესაძლებელია საძინებელი ოთახი არ იყოს უშუალოდ ჯგუფური ოთახის მომიჯნავედ განთავსებული ან რამდენიმე ჯგუფს ჰქონდეს ერთი და იგივე საძინებელი. საძინებელ ოთახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბუნებრივი და ხელოვნური განათებისა და განიავების შესაძლებლობა.
იხილეთ ასევე:ოთახი და სანიტარული კვანძი საბავშვო ბაღის პერსონალისთვის - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სააღმზრდელო დაწესებულება
სკოლამდელი დაწესებულებების ახალი სტანდარტის მოთხოვნები - ერთი უნიტაზი ყოველ 15 ბავშვზე, ერთი ხელსაბანი ნიჟარა ყოველ 20 ბავშვზე