დღის თემა
etaloni.ge
პარლამენტში სკოლამდელი განათლების დარგის ექსპერტებს მოუსმინეს - „რეკომენდაციები სამოქმედო გეგმაში აისახება“
19.05.2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები კომიტეტთან არსებული სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საბჭოს წევრებს კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო და სკოლამდელი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. 

როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობაზე, გივი მიქანაძემ კი აღნიშნა, კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების მიმართულებების მიხედვით თემატური მოკვლევები განხორციელდება. 

სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს. 

სკოლამდელ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს 28 წლის გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს

„დარგის ექსპერტებისგან მოვისმინეთ ის საჭიროებები, რომელიც სკოლამდელ განათლებაში არსებობს. საბჭოს წევრებს გავაცანით კომიტეტის სამოქმედო გეგმა და მათი მხრიდან დაველოდებით რეკომენდაციებს, რომელიც შეიძლება სამოქმედო გეგმაში აისახოს. მომდევნო პერიოდში აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. 

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბავშვო ბაღების გაერთიანებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოში 12 მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი შეიყვანეს

უნდა წარმოადგინონ შენიშვნები, წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები - რა ევალებათ სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი