სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განსახორციელებელი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად, საბავშვო ბაღებმა თვითშეფასებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ.
თვითშეფასების პროცესის მხარდასაჭერად, განათლების ხარისხის ცემტერმა ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაიწყო.
როგორც ქალაქ ფოთს სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება იუწყება, განათლების ხარისხის სპეციალისტები მხარდაჭერას და კონსულტაციას უწევენ თვითშეფასების პროცესს. პირველი სამუშაო შეხვედრა კი ფოთის საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარდა.
„თვითშეფასების შედეგები გამოყენებული იქნება ბაღების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის საჭირო აქტივობების დასაგეგმად“, - წერია ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: