დღის თემა
etaloni.ge
მუსიკის თერაპიის დადებითი როლი საბავშვო ბაღებში - „მსგავსი აქტივობები დაგეგმილია ყველა ბაგა-ბაღში“
19.05.2023

ყვარლის N1 და N3 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა აქტივობა, რომლის თემაც იყო მუსიკა საბავშვო ბაღში და მისი როლი ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაში.

როგორც ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება იტყობინება, ორი განსხვავებული აქტივობა - „მოგზაურობა რიტმის სამყაროში“ და „დო-დან დომ-დე“, ერთ მიზანს ემსახურებოდა და მოიცავდა ბავშვის განვითარების ხუთივე სფეროს:

  1. ფიზიკური და სენსორული განვითარება
  2. სოციალურ-ემოციური განვითარება
  3. კომუნიკაციური უნარების განვითარება
  4. შემეცნებითი განვითარება
  5. დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის განვითარება

„მოგზაურობა რიტმის სამყაროში“ ყველაზე პატარებმა, 2-3 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა დაიწყეს და დაგვანახეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, განვითარების, ეტაპი მაგ ასაკიდან იწყება.  მუსიკის, როგორც საუკეთესო თერაპიის დადებითი როლი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებშიც დაგვანახეს. „დო-დან დომ-დე“ აქტივობამ 5-6 წლიან ასაკობროვ ჯგუფში გამოავლინა ბავშვების მრავალმხრივი უნარების განვითარება და მზაობა სკოლისთვის... მსგავსი მუსიკალური აქტივობები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში“, - ნათქვამია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქტივობებს ორივე საბავშვო ბაგა-ბაღში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი საკრებულოს  და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

იხილეთ ასევე:

პოლონელმა მუსიკოსმა საბავშვო ბაღების მუსიკის მასწავლებლებს აქტივობები ასწავლა

საბავშვო ბაღებში აკრძალულია გადასახადის შემოღება - მუნიციპალიტეტის 4 ვალდებულება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისადმი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი