დღის თემა
etaloni.ge
ტაფა, დანები, ცოცხები, კონტეინერები - საბავშვო ბაღებს სამეურნეო ინვენტარი გადაეცა
19.05.2023

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 2023 წლის 4 აპრილს ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც, გამარტივებული შესყიდვის წესით, შეიძინა 24 დასახელების საოჯახო ნივთი - სამეურნეო ინვენტარი, რომლის ღირებულებაც ჯამში 5 453 ლარია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაგა-ბაღს გადაეცა: უნიტაზის ჯაგრისი, ვედრო თავსახურის გარეშე, ვედრო თავსახურით, აქანდაზი, ნაგვის ვედრო, 20 ლიტრიანი კონტეინერი, 15 ლიტრიანი კონტეინერი, 10 ლიტრიანი კონტეინერი, დანა-ჩანგლის ჩასადები, ჭურჭლის საწრეტი, ლანგარი, ქაფქირი, დანა პურის, დანა ხორცის, დანა ბოსტნეულის, ტაფა, იატაკის ცოცხი, იატაკის ცოცხი - ლამინატის, ეზოს ცოცხი, იატაკის ჯოხი, რეზინის ხელთათმანი, ნაგვის პარკი, ნათურა, ნათურა (ეკო).

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებს ლეპტოპები გადაეცათ - სკოლამდელი დაწესებულებები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოდულში ჩაერთვებიან

ბაღებში 3 წლამდე ბავშვებს არ იღებენ - „მოთხოვნა არის, მაგრამ საკრებულომ ასე გადაწყვიტა“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი