მუნიციპალიტეტების ნაწილში საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დრო და ეტაპები უკვე ცნობილია. მართალია, საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია განუწყვეტლივ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ვაკანტურ ადგილებზე, თუმცა, ზაფხულის პერიოდში, ეს პროცესი პრიორიტეტების მიხედვით წარიმართება.
ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიღება წარმოებს ონლაინ-რეჟიმში, მოქალაქეები საბავშვო ბაღში რეგისტრაციას შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია განუწყვეტლივ იწარმოებს ააიპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე: www.Batumikids.ge.
ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობები:
2023 წლის 1 ივნისიდან რეგისტრაციის შესაძლებლობა ასევე მიეცემათ იმ აღსაზრდელებს, ვისაც 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უსრულდებათ 3 წელი;
რეგისტრაციის I ეტაპი
I ეტაპი დაიწყება 2023 წლის 1 ივნისს 09.00 სთ-ზე და დასრულდება 30 ივნისს 00.00 სთ-ზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივარ ჩაირიცხებიან პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, ასევე ამ პერიოდამდე რეგისტრირებული და რიგში მდგომი სტატუსის მქონე აღსაზრდელები:
ა) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;
ბ) მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახების შვილები;
გ) მარტოხელა დედების შვილები;
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების შვილები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები;
ვ) ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველი მომდევნო აღსაზრდელი -დედმამიშვილები. ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი;
პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ბაღების გაერთიანებას - ბათუმი, მელიქიშვილის ქ. 81;
რეგისტრაციის II ეტაპი
II ეტაპი დაიწყება 2023 წლის 10 ივლისიდან და იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად. II ეტაპზე ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში ადგილის არარსებობის გამო ბავშვი ვერ ჩაირიცხა ტერიტორიულად განკუთვნილ სასურველ საბავშვო ბაღში, სარეგისტარციო ონლაინ-პროგრამა მას განათავსებს სარეზერვო სიაში და ვაკანსიის შემთხვევაში პროგრამა მათ ავტომატურად, რიგითობის მიხედვით ჩარიცხავს.
იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ყველა ადგილი შევსებულია, დარეგისტრირებულ აღსაზრდელს პროგრამა აყენებს რიგში. ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში.
აღსაზრდელის საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში, მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისიდან 2023 წლის 21 ივნისის ჩათვლით იწარმოებს სასურველ საბავშვო ბაღში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე.
აღსაზრდელთა საბავშვო ბაღში ჩარიცხვისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
საბავშვო ბაღში აღსაზრდელის ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭება:
...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 34 საჯარო საბავშვო ბაღია, ხაშურში - 18.
იხილეთ ასევე:
ბაღებში 3 წლამდე ბავშვებს არ იღებენ - „მოთხოვნა არის, მაგრამ საკრებულომ ასე გადაწყვიტა“