დღის თემა
etaloni.ge
როდის და როგორ შეძლებთ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას და რა საბუთები გჭირდებათ ამისთვის - დეტალები
16.05.2023
„ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, დარჩნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან სწავლა სკოლაში გააგრძელონ", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 16 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მშობლებს დავაკვალიანებთ, არის თუ არა მათი 5 წლის შვილი სკოლისთვის მზად“ - განათლების მინისტრის მოადგილე

მოგეხსენებათ, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. ამ ცვლილების გამო შეიცვალა სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებიც.

2023 წლის 19 მაისის ჩათვლით სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  •  და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
  •  მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  •  ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
2023 წლის 22-23 მაისს დამატებით განხორციელდება რეგისტრაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:

  •  მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
იხილეთ ასევე:

„5 წლის შევედი სკოლაში და მახსოვს, ტანით ყველაზე პატარა ვიყავი, თამაში მინდოდა“ - მშობლები სასკოლო ასაკზე

12 ლექსი - ასწავლეთ ბვშვებს ბაღში სკოლაში წასვლის წინ
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი