დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში აკრძალულია გადასახადის შემოღება - მუნიციპალიტეტის 4 ვალდებულება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისადმი
16.05.2023

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ნაწილში გარკვეულ ვალდებულებებს ითვალისწინებს.

რა ვალდებულებები აქვს თითეოულ მუნიციპალიტეტს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის?

  1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია იმავე კანონმდებლობით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდისთვის (პერიოდი 2030 წლის 1 იანვრამდე) განსხვავებული რეგულირება დადგინდეს.
  4. აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

ბათუმის საბავშვო ბაღებში 2024-2027 წლების გეგმაზე მუშაობა დაიწყეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი