დღის თემა
etaloni.ge
80 საბავშვო ბაღი სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის სტანდარტთან შესაბამისობაში შეფასდება და მომზადდება რეკომენდაციები
16.05.2023

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ პოლონურ ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს - „თითოეული ბავშვისათვის - სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის 80 საბავშვო ბაღის ტერიტორიის შეფასება საქართველოს სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის სტანდარტთან შესაბამისობაში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის მიხედვით.

ამჟამად, 15-16 მაისს, „ინჟინერ-სპეციალისტების“ ორდღიანი  სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მონაწილეები ეცნობიან სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტებს, ერთობლივად განიხილავენ და იმუშავებენ საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის შეფასების ინსტრუმენტს, დაგეგმავენ  სამუშაო პროცესის რეალიზაციის მომდევნო ნაბიჯებს.

„საბავშვო ბაღების ტერიტორიების შეფასების შედეგად შეგროვდება მონაცემები. მომზადდება რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება საბავშვო ბაღების და ბაღების გაერთიანებებისათვის დასახმარებლად ავტორიზაციისთვის მზაობის პროცესში", - ნათქვამია „კივიტას გეორგიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელის დასაქმების პროცედურა უნდა იყოს გამჭირვალე და უზრუნველყოფდეს კვალიფიციური კადრების მოზიდვას - რას ავალდებულებს ახალი სტანდარტი საბავშვო ბაღებს

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი