დღის თემა
etaloni.ge
16 საბავშვო ბაღში ახალი სახელმძღვანელოს დასანერგად ტრენინგები ტარდება
16.05.2023

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ახალი სახელმძღვანელოს, „ადრეული განათლების კურიკულუმი-თამაშის“  დანერგვის სასწავლო ტრენინგები დაიწყო. სახელმძღვანელო 2-5 წლიანი ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი.

აღნიშნული ტრენინგების განსახორციელებლად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაში შეიქმნა 4 ჯგუფი:

  1. ადმინისტრაცია
  2. სამუშაო ჯგუფი
  3. აღმზრდელების ჯგუფი
  4. ინკლუზიური ტრენინგის აღმზრდელთა ჯგუფი

„ტრენინგები მიმდინარეობს „თიმსის“ პროგრამაში. პარალელურად მიმდინარეობს ოთხივე ჯგუფის ეტაპობრივი გადამზადება, რომელიც გაგრძელდება მიმდინარე წლის დეკემბრამდე“, - აღნიშნულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 670 აღსაზრდელი ირიცხება და 78 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე მუშაობს.

იხილეთ ასევე:

„რისთვის არსებობს ჩვენი ბაღი?“ - როგორ უნდა ჩამოაყალიბოს სკოლამდელმა დაწესებულებამ ახალი სტანდარტით საკუთარი მისია

რა უნდა ეწეროს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელშეკრულებაში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი