იქმნება საბავშვო ბაღების ქსელი, რომელიც პერსონალის განვითარებას და საერთაშორისო აქტივობებში მათ ჩართულობას შეუწყობს ხელს - გაწევრიანების ფორმა
„საბავშო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის“ ინიციატივით, კერძო საბავშო ბაღების დამფუძნებლების ქსელი იქმნება, სადაც გაწევრიანება კერძო ბაღების დამფუძნებლებს შეუძლიათ.
აღნიშნულმა ორგანიზაციამ, ცოტა ხნის წინ, კერძო საბავშვო ბაღების ფორუმი გამართა, სადაც კოლეგებთან საჯარო დისკუსიის ფორმატით იმსჯელეს მათთვის სასურველი მხარდამჭერი გარე მექანიზმების შესახებ.
საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია იმართება - ფორუმი, სადაც თანამშრომლების შენარჩუნების საკითხი განიხილება
დამფუძნებელთა ქსელის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- გუნდში მუშაობის ეთიკისა და კოლეგიალურობის პრინციპების დაცვა;
- საერთაშორისო და ადგილობრივ ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
- კერძო ბაღებში ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო თუ ეროვნულ აქტივობებში კერძო ბაღების თანამშრომლების ჩართულობის ხელშეწყობა;
- ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
- ადრეული და სკოლამდელი განათლების ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების ხელშეწყობა;
- კერძო საბავშვო ბაღების პერსონალის განვითარების ხელშეწყობა;
- დამფუძნებელთა ქსელის მუშაობის საფუძველზე შექმნილი ინოვაციური პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს მომიჯნავე ორგანიზაციებთან, სტარტაპებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავება;
- მშობლებთან და თემთან თანამშრომლობის გაღრმავება;
- ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
„კერძო საბავშვო ბაღების დამფუძნებელთა ქსელის წევრები თანხმდებიან და იცავენ ადამიანის ღირსების, ემოციური კეთილდღეობის, სამართლიანობის, სანდოობის, კონფიდენციალურობის, გამოხატვის თავისუფლებისა და თავაზიანობის ეთიკურ სტანდარტებს“, - ნათქვამია „საბავშო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძო ბაღების დამფუძნებლების ქსელში გაწევრიანება შეგიძლიათ აქ მითითებულ ბმულზე - კერძო საბავშო ბაღების დამფუძნებლების ქსელში გაწევრიანების ფორმა.
იხილეთ ასევე:
ქალაქები, სადაც რეგისტრაციის შემდეგ მხოლოდ 2 ან 1 კერძო საბავშვო ბაღი დარჩა - ჩამონათვალი
„აღმზრდელის ხელფასი ძალიან დაბალია და გადამზადებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა უჭირთ“ - პილოტირებისთვის სხვადასხვა ბაღები შეირჩა