განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე კომიტეტთან არსებულ სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს იმ წევრებს შეხვდა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენენ.
გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერ ნინო ფრუიძესთან, აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ ოფიცერ თამარ ბორცვაძესთან და „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენელ მარიამ ხვადაგიანთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები განიხილეს და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომელიც შესაძლოა, კომიტეტის სამოქმედო გეგმაში აისახოს.
„აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის და „ვორლდ ვიჟენის“ ჩართულობა სკოლამდელი განათლების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში ეფექტური და საინტერესო იქნება“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
იხილეთ ასევე:
„ბაღის აღმზრდელის სპეციალობის შესწავლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა“ - პარლამენტში სკოლამდელი განათლების საკითხების განხილვა იწყება
აღმზრდელებისა და ძიძების საჭირო რაოდენობა, დასვენების დღეებში ნახევარგანაკვეთიანი ჯგუფები - რას ითხოვენ მშობლები საბავშვო ბაღებისგან