დღის თემა
etaloni.ge
ბაღის თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის ჟურნალის და მათი პირადი საქმეების წარმოება - რა უნდა იცოდეთ ამ თანამდებობის დასაკავებლად და რამდენია ხელფასი
11.05.2023

საქმისმწარმოებელი - ასეთი თანამდებობა თბილისის საბავშვო ბაღებში არსებობს.

საქმისმწარმოებლის ფუნქციებში შედის:

► თანამშრომელთა მოსვლის/წასვლის ჟურნალის და მათი პირადი საქმეების წარმოება;

► შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და დოკუმენტების - წერილები, განცხადებები, ბრძანებები, განკარგულებები, ოქმები და სხვა დოკუმენტები, - უზრუნველყოფა და სამუშაო ვერსიის მომზადება;

► დირექტორთან შეთანხმებით საჯარო ინფორმაციის გაცემა;

აუცილებელია, აღნიშნულ თანამდებობაზე მყოფი პირს ჰქონდეს  უმაღლესი განათლება და იცოდეს შემდეგი საკანონმდებლო აქტები:

► საქართველოს კონსტიტუცია (1,2 თავი);

► საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“

► საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;

► ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

საქმისმწარმოებელმა უნდა იცოდეს ასევე კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამები - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint.

საქმისმწარმოებლის ხელფასი თბილისის ბაღებში 715 ლარს შეადგენს, თუმცა ხელზე ასაღები თანხა 572 ლარია.

იხილეთ ასევე:

რა უნდა იცოდეთ, რომ საბავშვო ბაღში მეთოდისტად დასაქმდეთ - ფუნქციებისა და საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

რამდენი პოზიცია არსებობს საბავშვო ბაღებში                                                                   
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი