მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სკოლამდელი აღზრდის თანამშრომელთა ღვაწლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო იტყობინება, ღინისძიება ბაღის თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა გაერთიანების დირექტორმა, მაია ხერგიანმა, რომელმაც „მადლობა გადაუხადა პერსონალს ნაყოფიერი მუშაობისთვის და აღნიშნა ადგილობრივი თვითმართველობის როლი მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიმართ გამოჩენილი მუდმივი ყურადღებისათვის".
„ეს ყოველივე საშუალებას გვაძლევს, დაუღალავი შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდეთ საბოლოო მიზანს და შევქმნათ ბავშვის ჰარმონიული განითარებისათვის სრულყოფილი გარემო“, - აღნიშნა მაია ხერგიანმა.
სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები, შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, რასაც ახლდა მუსიკა და აპლოდისმენტები.
ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის კი სიგელებით საბავშვო ბაღის 33 თანამშრომელი დააჯილდოვეს.
სიგელები გადაეცათ: მზიანა შუკვანს, ლელა კვიციანს, ნათია დავითიანს, ეკა ჩამგელიანს, მანანა წერედიანს, მარინე გიგანს, მირანდა გადრანს, ლორენა ნაკანს, ეკატერინე ჯაფარიძეს, ნანი ქალდანს, ელონა სუბელიანს, გულთამზე ბერიძეს, სალომე დავითიანს, ოლია გუჯეჯიანს, ლელა ბარლიანს, იზა ხერგიანს, სალომე მაისურაძეს, მადიშა თამლიანს, სოფიო აკობიას, თამარ ფილფანს, ნინო გულედანს, ვალერი ხერგიანს, ნანული ხაჭვანს, ნატო ნიჟარაძეს, ქეთინო ბარლიანს, ქეთინო ნაკანს, ეკატერინე ილდანს, ეკატერინე კვიციანს, ნინო ჟორჟოლიანს, ანა გულბანს, ცისანა უდესიანს, თამარ ლიქოკელს და შორენა შუკვანს.
იხილეთ ასევე: