საბავშვო ბაღში უნდა არსებობდეს პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის, - ამის შესახებ „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევშია“ აღნიშნული. ახალი დოკუმენტი, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა.
საბავშვო ბაღებისთვის ახალი გზამკვლევი შემუშავდა - დეტალები
გზამკვლევის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში პერსონალის მართვის პროცესები უნდა ხორციელდებოდეს ხორციელდებოდეს მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად.
დაწესებულებას პერსონალის მართვის პროცედურები განსაზღვრული უნდა ჰქონდეს პერსონალის მართვის მარეგულირებელ დოკუმენტში, რომელიც რეკომენდებულია მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
1. ადამიანური რესურსების დაგეგმვა
2. კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა, შერჩევა, დანიშვნა და მართვა
3. პერსონალის შეფასება
4. პერსონალის განვითარება
5. საკადრო დოკუმენტაციის წარმოება
აღნიშნული პროცესების გაწერისას დაწესებულებამ უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი ხელმისაწვდომი და გაზიარებული უნდა იყოს დაინტერესებული პირებისთვის.
დაწესებულებაში პერსონალის მართვის პროცესებთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები შეიძლება დარეგულირებული იყოს შინაგანაწესითაც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულების შინაგანაწესი არ ეწინააღმდეგებოდეს აღნიშნულ დოკუმენტს, პერსონალთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებას, დაწესებულების სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციასა და საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსი“. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პერსონალისთვის შინაგანაწესისა და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების გაცნობა და გაცნობის ფაქტის მტკიცებულების არსებობა.
იხილეთ ასევე:
როგორ უნდა გადამოწმდეს ბაღის თანამშრომლების კვალიფიკაცია - ახალ დოკუმენტში გაწერილი დეტალები
აღმზრდელებისა და ძიძების საჭირო რაოდენობა, დასვენების დღეებში ნახევარგანაკვეთიანი ჯგუფები - რას ითხოვენ მშობლები საბავშვო ბაღებისგან