რომელ საბავშვო ბაღში იწყება რეგისტრაცია ორ დღეში - საბუთები 31 მაისამდე უნდა წარადგინოთ
წალკის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვთა რეგისტრაციის პროცესი ორ დღეში იწყება.
როგორც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იუწყება, საბავშვო ბაღში პატარების რეგისტრაცია 10 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განხორციელდება. ადრეული რეგისტრაციის მიზეზი ბაღის სარემონტო სამუშაოებია, რომელიც ივნისიდან იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდა და განათლება მოიცავს 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე პერიოდს, წალკის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაღში ბავშვები 3 წლის ასაკიდან მიიღებიან.
რაც შეეხება იმას, თუ რა საბუთები უნდა წარადგინონ მშობლებმა ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეგისტრაციისთვის, ეს ჩამონათვალი ასეთია:
1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, სადაც ასევე მოცემულია ინფორმაცია ასაკის შესაბამისად ჩატარებულ აცრებზე.
3. მშობლის განცხადება მიღების თაობაზე