საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის, „ქიდსოფისის“ ავტორობით, 2023 წლის თებერვალში საქართველოში პირველად ჩატარდა მშობლების მოლოდინების კვლევა საბავშვო ბაღების მიმართ.
კვლევა ჩატარდა ორი მიმართულებით:
ფოკუს-ჯგუფის მონაწილე დასაქმებული მშობლები ადრეული და სკლამდელი ზრუნვის ნაწილში, უკმაყოფილებას გამოთქვავენ საჯარო ბაღების სამუშო გრაფიკის მიმართ, ვინაიდან პიკის საათებში დიდ ქალაქებში უჭირთ გადაადგილება, ასევე საჯარო სამსახურის სამუშაო საათები თანაკეთაშია საჯარო ბაღის სამუშაო საათებთან, რაც ართულებს დედებისთვის დღის რუტინის დაგეგმვას.
კვლევის მიხედვით, დამატებითი სერვისები, რომლესაც მშობელბი ისურვებდნენ საბავშვო ბაღში არის:
მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, ბაღის ადმინისტრაცია აკონტროლებდეს სურსათის უვნებლობას, აღმზრდელებისა და ძიძების რაოდენობა ისე იყოს განაწილებული, რომ შეძლონ მისი შვილისთვის საჭირო ზრუნვის გაღება, საბავშვო ბაღს სრულ განაკვეთზე დასაქმებული ჰყავდეს მენეჯერი, რომელთანაც შეძლებს უპრობლემიდ დაკავშირებას და ა.შ.
რაც შეეხება მოლოდინებს სკოლამდელი და ადრეული განათლების ნაწილში, მშობელთა უმრავლესობას უნდა, რომ მის შვილს საბავშვო ბაღში განუვითარდეს მეტყველება და კომუნიკაციის უნარები, სასკოლო მზაობის პროგრამის დასრულების შემდეგ იცოდეს სიტყვები ერთ უცხოურ ენაზე მაინც, ცნობდეს ქართულ ასოებს და იცოდეს კითხვა.
ყველა დეტალი აღნიშნული კვლევის შესახებ შეგიძლიათ, ნახოთ აქ მითითებულ ბმულზე: მშობლების მოლოდინების კვლევა საბავშვო ბაღების მიმართ.
იხილეთ ასევე: