ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში საბავშვო ბაღის ეზო დაარბიეს. შემთხვევა 5 მაისს, საღამოს საათებში მოხდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე გოგორიშვილი skolamdelebi.ge-სთან ამბობს, რომ დანაშაული არასრულწლოვანი ბავშვების ჩადენილია. დამნაშავეს ეძებენ, თუმცა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
„ეზო დაარბიეს, ყვავილები გადაამტვრიეს, მიმოფანტეს ყველაფერი... ატრაქციონები არ დაუზიანებიათ, არც ბაღის შენობა. პატარების, მე-4-მე-5 კლასელი ბავშვების გაკეთებულია ეს ყველაფერი. ხომ იცით, სოფელში არაფერი იმალება, თუმცა, ვისზეც გვქონდა ეჭვი, ყველა ვნახეთ, დაველაპარაკეთ, მაგრამ მე არ ვყოფილვარო, იძახიან და ჩვენ სხვა საშუალება არ გვაქვს ამჟამად, რომ დამნაშავე ვიპოვოთ, ბავშვებზე ზეწოლას ხომ არ მოვახდენთ?
ვიდეოკამერები არ გვაქვს საბავშვო ბაღებში და ახლა უნდა დავაყენოთ ყველგან - ბაღებში, პარკებში, რადგან ბოლო პერიოდში სულ აზიანებენ სკვერებსა და ბაღებში რაღაცებს, ბარბაროსებივით იქცევიან. 5 მაისს, საღამოს, დაახლოებით 8-9 საათისთვის არის დარბეული, მთლად დაღამებულიც რომ არ იყო“, - გვითხრა ქალაქის მერმა.
ალექსანდრე გოგორიშვილის ინფორმაციით, დიხაშხოში, საბავშვო ბაღს კაპიტალური რემონტი გასულ წელს ჩაუტარდა და ეზოც მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: