დღის თემა
etaloni.ge
რომელ საბავშვო ბაღებშია დაგეგმილი აღმზრდელ-პედაგოგთა კორპუსის ჩანაცვლება ახალგაზრდა კადრებით
05.05.2023

ახმეტის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია აღმზრდელ-პედაგოგთა კორპუსის განახლება-ჩანაცვლება ახალგაზრდა კადრებით და მათი გადამზადება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, - ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა.                                                           

აღნიშნული დადგენილების მიხედვით, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტს ეხება, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მიმართულებით სამოქმედო პროგრამა 3 მიმართულებას მოიცავს:

  1. სასწავლო სააღმზრდელო სისტემის სრულყოფა;
  2. სრულფასოვანი მრავალმხრივი კვებითი ღირებულების მენიუ. მისი ყოველდღიური დაცვა და კონტროლი;
  3. ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღი წესის და გარემოზე ზრუნვის უნარების ჩამოყალიბება. გარდა იმისა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების საშუალებით სახელმწიფო ზრუნავს ბავშვთა სრულყოფილ განვითარებასა და განათლებაზე, საბავშვო სკოლამდელი დაწესებულებების არსებობა ხელს უწყობს ბავშვის მშობლებს, მუნიციპალიტეტის ქალებს გამონახონ დრო და შვილების აღზრდასთან ერთად დაკავდნენ საზოგადოებრივი ცხოვრებით. მოახდინონ თვითრეალიზაცია, დასაქმდნენ ამა თუ იმ სფეროში  და მიიღონ შემოსავალი.                                                                                                                              

2022 წლის მონაცემებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს  36 საბავშვო ბაღი. გენდერული სტატისტიკით რეგისტრირებული 1 219 ბავშვიდან  გოგონათა რაოდენობაა 577, ბიჭების - 642, ყოველდღიური დასწრება საშუალოდ არის  900 ბავშვი. კვების თანხა 2023 წელს გათვალისწინებული იქნება დღეში 4.3 ლარი, 180 დღეზე  სულ  700 000 ლარი.

36 სკოლამადელ დაწესებულებებში დასაქმებულია 373 თანამშრომელი, მათ შორის, 347 ქალი და 26 მამაკაცი.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, საჭიროა არსებული სივრცის რადიკალური ცვლილებები, რომელიც მოიცავს ინფრასტრუტურის ძირეულ განახლებას - შენობები, ეზოები, ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე, -                                                                                                                     აღმზრდელ-პედაგოგთა კორპუსის განახლება-ჩანაცვლება ახალგაზრდა კადრებით, მათი გადამზადება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, სისტემატურად აქტივობების ჩატარება, ღია სივრცეში გასეირნებები და ექსკურსიები.

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება პროექტების თანადაფინანსება, მზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ფინანსდება ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯი.

2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, ბაღების რეაბილიტაციის მიმართულებით  გათვალისწინებულია 453.3 ათასი ლარი, რომლითაც:

  • სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღში მოეწყობა სასაწყობო ოთახი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავს;
  • სოფელ ბირკიანის საბავშვო ბაღში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დარბაზს;
  • სოფელ არგოხის საბავშვო ბაღის ღობეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია;
  • სოფელ ომალოს საბავშვო ბაღის შენობის ფასადის ჩაუტარდება რეაბილიტაცია;

ახალი დადგენილების მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე სოფელ კოღოთოს საბავშვო ბაღს, სოფელ ოჟიოს საბავშვო ბაღს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სოფელ მატნის 1-ელ საბავშვო ბაღს კი - რეკონტრუქცია-რეაბილიტაცია.

ასევე იხილეთ:

რა უნდა იცოდეთ, რომ საბავშვო ბაღში მეთოდისტად დასაქმდეთ - ფუნქციებისა და საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

რამდენი პოზიცია არსებობს საბავშვო ბაღებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი