გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 300-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი განახლებული პროგრამით, - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, გადაამზადა, რომლის მიზნად ბაღის აღმზრდელების/მეთოდისტებისა და ადრეული ასაკის ბავშვების ცნობიერების ამაღლებაა გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით.
სატრენინგო პროგრამა ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის თემებს და კლიმატის ცვლილების საკითხს მოიცავს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლების გადამზადების შემდეგ, ტრენინგები ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები
რას ასწავლიან ტრენინგზე აღმზრდელებს ბაღიდან სკოლაში ტრანზიციაზე - დეტალები