სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა და სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებისთვის მნიშვნელოვანია, სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სასწავლო წლის დაწყებამდე მოხდეს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, - აღნიშნულია USAID-ის მხარდაჭერით მომზადებულ პუბლიკაციაში, „მე სკოლაში მივდივარ“.
მრავალფეროვანი აქტივობების მაგალითი შეძილება იყოს წიგნების დათვალიერება და სასკოლო სიტუაციების აღწერა, „სკოლობანას“ გათამაშება, თუკი ბავშვის დედმამიშვილები დადიან სკოლაში, მათი მაგალითების აღწერა, სასკოლო თემასთან დაკავშირებული მოკლე ვიდეოების/ანიმაციების ყურება და ბავშვთან ერთად მისთვის გასაგები ფორმით განხილვა.
ეფექტურია ბავშვთან ერთად ვიზიტის განხორციელება სკოლაში და გარემოს მონახულება, კომუნიკაციის დამყარება მასწავლებლებთან და დამხმარე სპეციალისტებთან. აღნიშნული ვიზიტი წინასწარ უნდა იყოს
დაგეგმილი და სკოლა ბავშვს უნდა დახვდეს მომზადებული. სკოლაში ვიზიტის დროს, კლასის ეზოს და სპორტდარბაზის მონახულებასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბავშვისთვის სკოლის სველი წერტილების გაცნობა. ბავშვების უმრავლესობას სკოლაში მისვლამდე არ აქვთ სკოლის მსგავსი სველი წერტილის გამოყენების გამოცდილება და შესაბამისად, სასწავლო პროცესში ექმნებათ სირთულეები. ეს ერთი შეხედვით მარტივი საკითხი, მოუმზადებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ბავშვის სკოლაში ეფექტური ფუნქციონირების ბარიერად იქცეს. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ჰიგიენის წესების დაცვაზე, როგორც სახლში, ასევე სასკოლო გარემოში.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელის როლი ბავშვის ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის დროს - რჩევები
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა 5-6 წლის ბავშვი მზად სკოლისთვის - მეხსიერება და მეტყველება