დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ტრენინგი ჩაუტარდათ - „ჩაერთნენ დისკუსიაში და სვამდნენ კითხვებსაც“
05.05.2023

თბილისის 150-ე ბაგა-ბაღში მშობელთა კლუბის წევრების შეკრება გიმართა. ფსიქოლოგების ორგანიზებით ტრენინგ-ფორმატში გადაწყვეტილი შეხვედრის თემა „ბულინგი ბავშვებში და პოზიტიური მშობლობა“ იყო.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

► რა არის ბულინგი

► ბულინგის მიზეზები და შედეგები

► აგრესორის ფსიქოლოგიური მახასიათებლები

► რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი მიმართავს ბულინგს

► რა არის პოზიტიური მშობლობა?

► რა არის საჭირო პოზიტიური მშობლობისთვის

► როგორ უნდა გავხდეთ პოზიტიური მშობელი

► ბრაზის მართვის და პოზიტიური მშობლობის მაგალითები

როგორც ბაგა-ბაღი იუწყება, მშობლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და  სვამდნენ კითხვებსაც, თუმცა თემის მოცულობის და არასაკმარისი დროის გამო, ვერ მოხერხდა კლუბის მომდევნო შეხვედრისთვის განსახილველ საკითხებზე შეთანხმება.

ბაღმა მშობლებს სთხოვა, მათსავე ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირონ სიანტერესო და აქტუალური საკითხები, რომლის განხილვასაც შემგდომ შეხვედრაზე ისურვებენ.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელმა უნდა იზრუნოს მშობელთა განათლებაზე ისე, რომ არ შეიქმნას განცდა, თითქოს ისინი სწავლას საჭიროებენ

მშობელს უნდა შეეძლოს, საბავშვო ბაღის პედაგოგს ანონიმური წერილი მისწეროს - როგორ უნდა ითანამშრომლოს სკოლამდელმა დაწესებულებამ ბავშვის დედ-მამასთან

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი