დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ეჭვი აქვს, რომ ბაღის აღმზრდელი ბავშვს არასათანადოდ ექცევა - განმარტება
04.05.2023

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში, ხშირად ყვებიან აღმზრდელების არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით. ვინაიდან პატარებს შესაძლოა მშობლებამდე არასწორი ინფორმაცია მიჰქონდეთ, რთულია ამა თუ იმ ფაქტის ნამდვილობის დადგენა.

და მაინც, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ აქვს პრეტენზია ან ეჭვი ბავშვზე არასათანადო მოქცევასთან დაკავშირებით სააღმზრდელო ჯგუფში?

როგორც თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო განმარტავს, ასეთ დროს ჯერ ბაღის დირექტორს უნდა მიმართოთ.

„ასეთი ეჭვის ან ფაქტის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, მშობელმა უნდა მიმართოს კონკრეტული ბაღის დირექტორს, ადმინისტრაციას, მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა და რეაგირება. რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს“.

იხილეთ ასევე:

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს რეალურად ტყუილის თქმა - „ამ დრომდე მისი ნაამბობი სიცრუედ არ უნდა ჩავთვალოთ“

„ბავშვი, რომელიც ბაღში სიხარულით წავიდა, აღმზრდელის გახსენებაზე ისტერიკაში ვარდება“ - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი