განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სფეროს ექსპერტებმა და დარგობრივმა უწყებებმა.
როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი იუწყება, შემუშავებულმა გზამკვლევმა ვალიდაცია გაიარა ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფთან, რომელთა წევრები წარმოდგენილი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის/პროექტების, დარგობრივი ასოციაციებისა და კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის წარმომადგენლებისგან.