დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის 200 აღსაზრდელს ტანვარჯიშის სესიები უტარდება
03.05.2023
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში აღსაზრდელებს ტანვარჯიშის სესიები უტარდებათ.

პროექტი, რომელიც საპილოტეა, ბაგა-ბაღების გაერთიანების ორ ფილიალში ხორციელდება.

როგორც რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება იტყობინება, მუნიციპალიტეტის ახალი სერვისით, პირველ ეტაპზე, 4-5 წლის 200-მდე აღსაზრდელი ისარგებლებს. ვარჯიშებს რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის კვალიფიციური მწვრთნელები ატარებენ. 

„პროექტის მიზანი ბავშვებში ადრეული ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. სპეციალისტების შეფასებით, ტანვარჯიში რეკომენდებულია 4 წლიდან და ის ხელს უწყობს სხეულის გაჯანსაღებას, აღნაგობაზე დადებით ცვლილებებს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორად განვითარებას და მოტორიკის დახვეწას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

ახალი დებულება - სკოლამდელი განათლების საბჭო თვეში ერთხელ განიხილავს შენიშვნებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს

რამდენი პოზიცია არსებობს საბავშვო ბაღებში
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი