თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული 16 საბავშვო ბაღის მენეჯერებს, მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა და ცენტრის დირექტორმა ვაჟა კაპანაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტანდარტული სატარებელი პორტაბელური/კომპიუტერები გადასცეს.
როგორც ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდისა და სოც. დაუცველთა დახმარების ცენტრი იტყობინება, უახლოეს მომავალში ცენტრი შეიძენს პრინტერებს თითოეული საბავშვო ბაღისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სააღმზრდელო პროცესს.
თეთრიწყაროში, 16 საბავშვო ბაღში 632 აღსაზრდელი ირიცხება, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 50%-ს შეადგენს. ბაღებში ჯამში დასაქმებულია 206 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებს ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი დაურიგდება - 2 200 წიგნი დასაბეჭდად მზად არის