დღის თემა
etaloni.ge
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა ივნისიდან დაიწყება - თანხებს სახელმწიფო გაიღებს
01.05.2023

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით კლინიკებთან შეთანხმება მაისის ბოლომდე დასრულდება და ივნისიდან ბავშვებს მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 1 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლებს საშუალება ექნებათ, კლინიკა თავად შეარჩიონ.

„140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა მიდის შესაბამის პორტალზე. საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რამდენადაც მახსოვს, ხვალ თუ ზეგ სრულდება ეს პროცესი და გვეცოდინება კლინიკები, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სანამ საქართველოში პროტონოთერაპიის შესაძლებლობა გვექნება, ამასაც დავაფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში.

შეთანხმებები დაიწყება ამ კლინიკებთან. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

იხილეთ ასევე:

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ბავშვის მკურნალობა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ

„უარს არ გეუბნებით მედიკამენტის დაფინანსებაზე“ - პრემიერმინისტრმა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს მოთმინებისკენ მოუწოდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი