დღის თემა
etaloni.ge
„ცუდი კალორიების“ ჩამონათვალი - როგორ ამოვიცნოთ ბავშვისთვის საშიში ცხიმები
03.05.2023

არაჯანსაღია დიდი რაოდენობით ცხიმის, შაქრის ან მარილის შემცველი საკვები, - ნათქვამია სამედიცინო სამსახურის, „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით ბავშვებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში.

შაქარი და ცხიმი დიდი რაოდენობის კალორიებს შეიცავს, მაგრამ არ შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. ამიტომ მათ თვლიან „ცუდი კალორიების“ წყაროდ. დიდი რაოდენობით ცხიმის, შაქრის ან მარილის შემცველი საკვების მაგალითებია: შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, კარტოფილის ჩიფსები, შოკოლადითა და კრემით შევსებული ბისკვიტები, სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილი სასმელები. ასეთი საკვების ჭარბად მიღება ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას.

ცხიმები – ცხიმებს შეიცავს როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური საკვები. ცხიმების შემადგენლობაში შედის მონოუჯერი, პოლიუჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, თუმცა მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებში ეს ცხიმოვანი მჟავები სხვადასხვა პროპორციითაა გადანაწილებული. ცხოველურ ცხიმებში მეტია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - ძირითადი გამონაკლისია ზღვის პროდუქტები, ხოლო მცენარეულ ცხიმებში – პოლი და/ან მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ძირითადი გამონაკლისია ქოქოსისა და პალმის ზეთი). თუ ცხიმი მდიდარია ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით, მაშინ ის ოთახის ტემპერატურაზე მყარია (ე.წ. „მყარი ცხიმები“). ის ცხიმები, რომლებიც მეტ უჯერ ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ოთახის ტემპერატურაზე თხევადია და მათ ვიცნობთ სხვადასხვა სახის „ზეთის“ სახელწოდებით. ტრანსცხიმოვანი მჟავები უჯერი ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც უმეტესად გვხვდება გადამუშავებულ მცენარეულ ცხიმებში. რაც მეტია საკვებში ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების (ე.ი. მყარი ცხიმების, ცხოველური ცხიმების) რაოდენობა, მით მეტია სისხლში საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) დონე და, შესაბამისად, იზრდება გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

საკვების მომზადებისა და მზა საკვების ყიდვისას შეეცადეთ, ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები უფრო ჯანსაღი ალტერნატივებით ჩაანაცვლოთ.

იხილეთ ასევე:

რა შემთხვევაში შეუძლია თაფლს ბოტულიზმის გამოწვევა

როგორ დაფრინავენ ვირუსული ბაქტერიები? - მეთოდი, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელმა პატარებს უნდა ასწავლოს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი