პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან სკოლამდელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს.
საბჭო სულ კი 27 წევრისგან დაკომპლექტდა და მის შემადგენლობაში არიან:
გრეტა წიწავა - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი
ცირა ბარქაია - ინკლუზიისა და ადრეული განათლების სპეციალისტი
გიორგი მესხიძე - ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ ხელმძღვანელი
ნინო ცინცაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი
ნინო ლაბარტყავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ანა ლაღიძე - ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ განათლების ექსპერტი, ნინო ფრუიძე - UNICEF-ის განათლების ოფიცერი
ოლღა მუსხელიშვილი - სკოლამდელი განათლების ექსპერტი
გოგი ჩიქოვანი - თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
დავით წიტაიშვილი - ქუთაისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
ეკატერინე ხუციშვილი - რუსთავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
გიორგი შათირიშვილი - გორის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
დავით დიასამიძე - ბათუმის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
მაია თელია - მცხეთის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
მარინა მერაბიშვილი - ახალციხის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
ია ლუარსაბაშვილი - თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
მაკა ჭყონია - ოზურგეთის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
ხათუნა თოლორაია - ზუგდიდის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
ეკატერინე კიბაბიძე - ამბროლაურის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
მაია ხერგიანი - მესტიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
თამარ ჭყონია - ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტის ხელმძღვანელი, ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო
ნათია ღვინაშვილი - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნული კოორდინატორი საქართველოდან
თამარ ბორცვაძე - აზიის განვითარების ბანკის რეგიონული ოფიცერი
თამარ ჩიკვილაძე - კერძო ბაღების ასოციაციის წარმომადგენელი
მარიამ ხვადაგიანი - World vision-ის წარმომადგენელი
ლიკა ღვინჯილია - სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
საბჭო სათათბირო ორგანოა, რომლის წევრები გაწეული საქმიანობისათვის ანაზღაურებას არ იღებენ.
იხილეთ ასევე:
რამდენი პოზიცია არსებობს საბავშვო ბაღებში
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა 5-6 წლის ბავშვი მზად სკოლისთვის - მეხსიერება და მეტყველება