დღის თემა
etaloni.ge
რამდენი პოზიცია არსებობს საბავშვო ბაღებში
01.05.2023

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც 2023 წლის ქალაქის ბიუჯეტს ეხება, ჩამოთვლილია ის პოზიციები, რომელიც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებობს და ასევე, დეტალურად არის აღწერილი, რამდენი პირია დასაქმებული აღნიშნულ სფეროში.

ქალაქ რუსთავში ამ დროისათვის 23 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც  6 925 აღსაზრდელზეა გათვლილი, თუმცა ამჟამად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 6 300 აღსაზრდელი დადის. თავისუფალია 625 ადგილი.

„ბაგა-ბაღებში  აღსაზრდელთა ჩარიცხვა  ხორციელდება ყოველი  სასწავლო წლის დასაწყისისათვის, ელექტრონული წესით, ხოლო შემდგომ, დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე დაშვებულია  აღსაზრდელთა  ჩარიცხვა განცხადების საფუძველზე“, - წერია დადგენილებაში.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მომსახურებას უწევს 1044 საშტატო ერთეულზე მომუშავე:  23 გამგე, 23 მენეჯერი, 23 ფსიქოლოგი, 4 ლოგოპედი, 23 სპეციალური პედაგოგი, 23 სასწავლო სააღმზრდელო პროცესების მმართველი, 15 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პერსონალური ასისტენტი, 34 მუსიკის ხელმძღვანელი, 222 აღმზრდელი, 23  სამეურნეო ნაწილის გამგე, 23 მედდა, 57 მზარეული, 376 აღმზრდელის პირველი და მეორე თანაშემწე (188  აღმზრდელის პირველი თანაშემწე  და  0.5 განაკვეთიან 188 შტატზე მომუშავე   94 აღმზრდელის მეორე  თანაშემწე), 34 დალაგება-დასუფთავების სპეციალისტი, 23 დამხმარე პერსონალი (მუშა), 69 დარაჯ-მეეზოვე.

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში კი 41 შტატიანი და 8 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს.

იხილეთ ასევე:

რა უნდა იცოდეთ, რომ საბავშვო ბაღში მეთოდისტად დასაქმდეთ - ფუნქციებისა და საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი 

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა 5-6 წლის ბავშვი მზად სკოლისთვის - მეხსიერება და მეტყველება                        

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი