დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა იცოდეთ, რომ საბავშვო ბაღში მეთოდისტად დასაქმდეთ - ფუნქციებისა და საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
01.05.2023

საბავშვო ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი/მეთოდისტი ერთ-ერთი პოზიციაა საბავშვო ბაღებში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებში გაწერილია რა ფუნქციები აქვს ბაღის მეთოდისტს, რა განათლება უნდა ჰქონდეს და რომელი საკანონმდებლო აქტები უნდა იცოდეს.

საბავშვო ბაღის მეთოდისტის ფუნქციებია:

  1. კოორდინაცია უნდა გაუწიოს აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწის და მუსიკის პედაგოგის საქმიანობას;
  2. ჩართული უნდა იყოს სააღმზრდელო მეთოდოლოგიის განხორციელების პროცესში თითოეულ ჯგუფში და მათ აძლევდეს რეკომედაციებს;
  3. სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული აღსაზრდელის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ოთახების სივრცეებად დაყოფასა და სხვა მინიშნება-სიმბოლოების განთავსების შესახებ;

მინიმალური განათლება: 

უმაღლესი განთლება ან პროფესიული პედაგოგიური განათლება

სამუშაო გამოცდილება:      

შესაბამის სფეროში 3 წლიანი გამოცდილება.

საბავშვო ბაღის მეთოდისტს მოეთხოვება შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:

  1. საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი);
  2. საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
  3. საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
  4. საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
  5. მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
  6. ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა 2013);
  7. ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება (შესაძლო წყაროები: ლორა ბერკი -„ბავშვის განვითარება“,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 2010; საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
  8. ადრეული განათლების ფსიქოლოგია (შესაძლო წყაროები: ანიტა ვულფოლკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი 2009; საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
  9. ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“;
  10. გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამების ცოდნა:

 Microsoft Office Word - კარგი

Microsoft Office Excel - კარგი

Microsoft Office PowerPoint - კარგი

იხილეთ ასევე:

სად და როგორ უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია, თუ საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება გსურთ

საკანონმდებლო აქტები, რომლის ცოდნაც საბავშვო ბაღების მუსიკისა და ცეკვის პედაგოგებს ევალებათ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი