ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. გთავაზობთ სამედიცინო სამსახურის, „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით ბავშვებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემულ პურის პუდინგის რეცეპტს.
ინგრედიენტები 8-10 ულუფისთვის:
მომზადების წესი
კარაქი წაუსვით შედარებით ღრმა, 3 ლიტრის მოცულობის, საცხობ ფორმას, დარჩენილი კარაქი – პურის ნაჭრებს. გაჭერით ისინი სამკუთხედებად და მათი ნახევარი ლამაზად ჩაალაგეთ ფორმაში, მოაყარეთ ქიშმიშისა და შაქრის მითითებული ოდენობის ნახევარი, დააწყვეთ დარჩენილი პური, მოაყარეთ ისევ ქიშმიში და შაქარი. მოიტოვეთ 1 ს/კ შაქარი.
გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე. ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, ვანილი და მოასხით პურს. პური ოდნავ დაპრესეთ, რომ რძით კარგად დაიფაროს. სასურველია, ამ მდგომარეობაში 15 წუთით გააჩეროთ, შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და აცხვეთ დაახლოებით 40 წუთს.
გაანაწილეთ პუდინგი ულუფებად თეფშებზე და მიუწყვეთ რამდენიმე ნაჭერი სეზონური ხილი.
იხილეთ ასევე: