დღის თემა
etaloni.ge
70 მამის შეკრება საბავშვო ბაღში - „დედებმა უზრუნველყვეს მამების სრული მობილიზება“
28.04.2023

ხაშურის პირველ საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მამები შეიკრიბნენ და მიზნად შვილების გაბედნიერება დაისახეს.

ბაღის დირექტორმა, მარინა ღონღაძემ ამ ამბავს „ბედნიერი შეხვედრა“ უწოდა. როგორც ამბობს, მამებმა სრული მზაობა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ პროექტში „გავულამაზოთ ბავშვებს საბავშვო ბაღის გარემო“ და ბაღის თანამშრომლებთან ერთად დასახეს სკოლამდელი დაწესებულების განვითარების გეგმა.

„წლების მანძილზე თავდაუზოგავმა შრომამ ბავშვებთან და მშობლებთან, სისტემატიურად ინოვაციური მეთოდებით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვამ, მშობელთა ნდობის მოპოვებამ, საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველის, ქალბატონი ლელა გელაშვილის ერთ-ერთმა პროექტმა, როელიც მშობლების და განსაკუთრებით მამების ჩართულობას ითვალისწინებს საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პროცესში, შეგვაძლებინა მამების სრული მობილიზება. შეხვედრა ამჯერად საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას ეხებოდა. ვფიქრობთ, ჩვენი ერთობლივი მცდელობა კიდევ უფრო გაულამაზებს ბავშვებს გარემოს და მივაღწევთ სათანადო შედეგს ჩვენი მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“, - ამბობს skolamdelebi.ge-სთან ბაღის დირექტორი.

როგორც მარინა ღონღაძე გვიყვება, მამები შეხვედრაზე დიდი იტერესით ისმენდნენ საბავშვო ბაღის უკეთ განვითარების გეგმას და კმაყოფილებაც გამოხატეს.

„კმაყოფილები არიან, რომ მათი შვილები სახლში ბედნიერები ბრუნდებიან, რაც მათ უბიძგებს ჩაერთონ ბავშვების კიდევ უფრო გაბედნიერებაში. იყო შეთავაზება ჩვენგანაც და მათგანაც წამოვიდა ბევრი იდეა და მხარდაჭერა. ერთმა მამამ გვითხრა, რომ შეეცდება უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით მოვაწყოთ ეზო. გადავწყვიტეთ, რომ ერთად დავამზადოთ ხის ქოხები, განვაახლოთ სილის მოედნები, მოვაწყოთ მუსიკალური ცენტრი, მოვაწესრიგოთ ბაღჩა, გვქონდეს სენსორული ცენტრი“, - მოგვიყვა დირექტორი.

კითხვაზე, როგორ მოახერხა ამდენი მამის ერთად შეკრება, მარინა ღონრაძე გვპასუხობს:

„მამების შეკრებამდე, მშობელთა კრება ჩავატარეთ დედებთან, რომლებმაც ჩვენი თხოვნით უზრუნველყვეს მამების მასიური ჩართულობა. ბაღში სულ 178 აღსაზრდელი გვყავს და 70 მამა ესწრებოდა კრებას. ყველას არ ეცალა და თან, ბაღის სივრცე ვერც დაიტევდა“.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის საუცხოო ეზო - „ეს იქნება ჯგუფის ერთობის ადგილი, სადაც ბავშვები ერთმანეთს საკუთარ აზრებს გაუზიარებენ“

„აღმზრდელები სხვა სამსახურებს ეძებენ და თუ ასე გაგრძელდა, საბავშვო ბაღები ბევრ კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი