სკოლამდელი და ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო არსებულ საბჭოებს უფლებამოსილება შეუწყდა და მათ მაგივრად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლებიც სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებენ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღეს, 28 აპრილს, გაართულ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სკოლამდელი ასაკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე სკოლამდელი ასაკის ასაკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებაც წარმოადგინა.
გიორგი ჩაკვეტაძე 18 აპრილს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
„გიორგი ჩაკვეტაძის შემოერთება კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ და აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს ახალგაზრდობის სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.
28 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. 2016 წელს ის საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა, შემდგ კი, 2017 - 2023 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახლდათ. გიორგი ჩაკვეტაძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეც გახლავთ.
იხილეთ ასევე: