დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის პერსონალმა ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში - ახალი სტანდარტის დეტალები
27.04.2023

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტი პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობაა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალი.

სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით, განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს და ამ სტანდარტის შემუშავება მუნიციპალიტეტებს თავად შეუძლიათ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტი შეიმუშავა, რომელშიც საუბარია ასევე პერსონალის პროფესიული გარემოსა და პროფესიულ განვითარებაზე.

როგორი უნდა იყოს გარემო საბავშო ბაღში და რა უნდა იცოდეს საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა?

პროფესიული გარემო

ურთიერთობა

  1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან.
  2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები.
  3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
  4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში.
  5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას.
  6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას.
  7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს.

პროფესიული განვითარება

  1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით.
  2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს.
  3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.
  4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.
  5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.

იხილეთ ასევე:

19 ტერმინი და მათი განმარტება საბავშვო ბაღების პერსონალის პროფესიული სტანდარტიდან

საბავშვო ბაღებს ლეპტოპები გადაეცათ - სკოლამდელი დაწესებულებები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოდულში ჩაერთვებიან

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი