დღის თემა
etaloni.ge
ვის შეუძლია გახდეს საბავშვო ბაღის დირექტრი - ახალი დადგენილება
27.04.2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ახალი დადგენილება 27 აპრილს გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, საბავშვო ბაღის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი კლვალიფიკაცია, გამოცდილება, იცის შესაბამისი სამართლებრივი აქტები და გააჩნია გარკვეული უნარ-ჩვევები. აღნიშნული დეტალები, აუცილებელია ასევე სხვა მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში იგივე პოზიციაზე ყოფნის შემთხვევაშიც.

კვალიფიკაცია და გამოცდილება

  1. აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში. უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში;
  2. აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

  1. ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  2. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  3. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  4. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.

სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები

  1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;

ე) განათლების ძირითად თეორიებს;

ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;

ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;

კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს;

ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;

მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;

ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.

  1. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;

თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;

ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;

კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება.

საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა

საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

  1. იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის;
  2. მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი განათლების სპეციალისტის 8 შეგონება ბაღის აღმზრდელებს

„აღმზრდელები სხვა სამსახურებს ეძებენ და თუ ასე გაგრძელდა, საბავშვო ბაღები ბევრ კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი