დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელებს საინფორმაციო მასალები დაურიგეს - მიზანი ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ცნობიერების ამაღლებაა
27.04.2023

ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებულ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც იმუნიზაცია იყო.

ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრას მათი ცენტრის ჯანდაცვის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მონაწილეებს იმუნიზაციის თემაზე საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

იმუნიზაციის კვირეული მთელ ევროპის რეგიონში ყოველი წლის აპრილის თვეში აღინიშნება და მისი მიზანი იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელებისთვის მასწავლებლის სახლი უფასო ვებინარს გამართავს - დეტალები

საბავშვო ბაღის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება უნდა მოიცავდეს სამუშაო ვიზიტებს საზღვარგარეთ - რა წერია ხარისხის სტანდარტში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი