დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელებისთვის მასწავლებლის სახლი უფასო ვებინარს ატარებს - დეტალები
27.04.2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამების თანამშრომლობით, მშობლებისთვის, ბაღისა და სკოლის  სპეციალისტებისათვის ვებინარს გამართავს, რომლის თემაც იქნება „კეთებით სწავლების როლი ბავშვის განვითარებაში“.

როგორც მასწავლებელთა სახლი იუწყება, ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. მნიშვნელოვანი უნარები სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებაში, რომელზეც უნდა იზრუნონ   მშობლებმა და აღმზრდელებმა.

2. რა არის კეთებით სწავლება და რატომ არის  ამ მიდგომის გამოყენება მნიშვნელოვანი  ბავშვის განვითარებისთვის?

3. როგორ  შეუძლია მშობელს/აღმზრდელს ბუნებრივ გარემოში ბავშვის  უნარების განვითარების ხელშეწყობა.

ვებინარი 28 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ვებინარს შეგიძლიათ დისტანციური პლატფორმის, TEAMS ის საშუალებით, დაესწროთ. რეგისტრაციისთვის და დასასწრებად გამოიყენეთ აქ მითითებული ბმული: კეთებით სწავლების როლი ბავშვის განვითარებაში.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო: „მუნიციპალიტეტის ბაღებში დასაქმებული ყველა აღმზრდელი გადამზადდება“

ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი