დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების ეზოებში მონიტორინგის ჯგუფი შევიდა
26.04.2023
ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღების გაერთიანების მეთოდოლოგიური მიმართულებით მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გარე სივრცეების ეროვნული სასწავლო გეგმით პროგრამაში გათვალისწინებული, კურიკულუმის მიზნების შესაბამისად, ცენტრებად დაყოფის და მოწყობის ღონისძიებები შეამოწმეს.

როგორც ადგილობრივი საბავშვო ბაღების გაერთიანება იტყობინება, ეზოების დაგეგმარება გათვლილია აღსაზრდელების ყველა ფიზიკური საჭიროებების, მრავალფეროვანი საქმიანობის, მრავალმხრივი განვითარებისთვის.

„ბაღი გარეთ“ - პროექტის მიზანია საბავშო ბაღში არსებული რესურსების და პირობების გამოყენება სააღმზრდელო პროცესში. მონიტორინგის ფარგლებში საბავშვო ბაღების ადმინისტრაციას მიეცათ მითითებები და რჩევები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 34 საბავშვო საჯარო ბაღია, სადაც 8 280 აღსაზრდელი ირიცხება.

იხილეთ ასევე:

ღობე, ხეებისა და ბუჩქებს ზოლი, საჩრდილობლები, ატრაქციონები - როგორი იქნება ახალი საბავშვო ბაღები

საბავშვო ბაღის საუცხოო ეზო - „ეს იქნება ჯგუფის ერთობის ადგილი, სადაც ბავშვები ერთმანეთს საკუთარ აზრებს გაუზიარებენ“


დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი